მდინარეში ჩავარდნილი 17 წლის სოსო მანაგაძის ცხედარი იპოვეს

მდინარეში ჩავარდნილი 17 წლის სოსო მანაგაძის ცხედარი იპოვეს17 წლის მოზარდი, რომელიც ფოტოს გადაღებისას გუშინ მდინარეში ჩავარდა, სოსო მანაგაძეა.

ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ 17 წლის ბიჭი მდინარის პირას ფოტოს გადასაღებად ჩავიდა, როდესაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
მოზარდის გაუჩინარება ოჯახის წევრებმა მალევე შენიშნეს, მისი წყლიდან გამოყვანა მამა სცადა, თუმცა ბიჭი წყლის დინებამ გაიტაცა.

წყალტუბოში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, ბიჭის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს. რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.

ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი – დრონი, – წერს უწყება.

მეგა ტვ