“მთელი უბანი ტირის, ეთულა” – 3 შვილის ახალგაზრდა დედა გარდაიცვალა

"მთელი უბანი ტირის, ეთულა" - 3 შვილის ახალგაზრდა დედა გარდაიცვალაუფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა, მოულოდნელად გარდაიცვალა.

სავარაუდო მიზეზად გული სახელდება.

„დილას, ამ ხარება დღეს, უბანში ჩვენთან ერთად გაზრდილი უკეთილშობილესი გოგოს ზეცად გაფრენის ამბავი შევიტყვეთ.. მე არ ვიცი, რამდენს უძლებს ადამიანი, მაგრამ სამი შვილის დედა, რომელსაც ნაბოლარა ნიკოლოზი მხოლოდ ორმოცი დღის დარჩა, ზეციურ სამყაროს შეუერთდა…

უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ეთულა. ჩემი ძმა და მამა დაგხვდებიან აუცილებლად, რადგან ძალიან უყვარდით თქვენ. სამყარო ტკივილით გაჟღენთილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა… ასე მოულოდნელად, ასე პატარას გული რამ გაგიჩერა, ეთულა…

უფალმა გააძლიეროს შენი ოჯახი ამ აუტანელი ტკივილის ჟამს. სამი ანგელოზი კი გაგიზარდოს და გიხაროს უფალმა. ძმის და მამის მერე ახლა ასე თუ მეტკინებოდა, არ მეგონა, ჩემო პატარა ფერია. მთელი უბანი ტირის, ეთულა, დედაშენი არც კი ვიცი, როგორ ვანუგეშო. ძალიან მიყვარხარ და ამ ხარება დღეს უფალმა ჩაგიხუტოს გულში, შენს ლამაზ ოჯახს კი შენი ლოცვა არ მოაკლოს უფალმა ზეციდან”, – წერს ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მეგა ტვ