ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე კ.ლ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

„დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის თებერვლიდან, დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქე კ.ლ. მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდი”, ასევე, 400 ლარი და 1200 აშშ დოლარი. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში”. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.