ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო

ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგონინო წილოსანმა ფეისბუქში დაწერა, რომ შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო:

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ომის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

მოკლედ რომ მოგიყვეთ, რა მოხდა: 2019 წლის აგვისტოში პირდაპირ ჩართვაში შოთა დიღმელაშვილმა ბრალი დამდო ე.წ. „კრიშობაში“, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, რაც ყველაზე მთავარია, მისი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია იყო და არის ტყუილი!

სწორედ ამიტომ შევიტანე თავის დროზე სარჩელი და მიხარია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამაც მთელს ამ პროცესში ერთადერთი ჭეშმარიტება დაადგინა – დიღმელაშვილის გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე და ემსახურებოდა მხოლოდ ჩემს დისკრედიტაციას.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის მისნაირი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეალური სახე – სიცრუეზე და ფეიქ-ნიუსებზე დაფუძნებული კამპანია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს ჰგონიათ საჯარო პირებს ნაკლებ დაცვის ღირსი უფლებები აქვთ ან მათი ღირსების შელახვის დასაშვებობა მათ პოლიტიკურ კუთვნილებასთან არის დაკავშირებული.

პ.ს. იმედი მაქვს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მცირე როლს მაინც ითამაშებს, რომ ელემენტარული სტანდარტი მაინც დავამკვიდროთ – ასე ხელაღებით არ შეიძლება ადამიანის ღირსება შევლახოთ.“