ოთო აბესაძე – “მაისიდან 15%-ით ვღარიბდებით”

ოთო აბესაძე - "მაისიდან 15%-ით ვღარიბდებით"ოთო აბესაძემ ფეისბუქში დაწერა:

„მაისიდან საქართველოში გაძვირდება:

პური და ფუნთუშეული საშუალოდ 18% – ით;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზეთი, მაკარონი და ა.შ) საშუალოდ 15% – ით;
კომუნალური სერვისები 12% – ით;
ინფლაცია გაიზრდება და გადააჭარბებს 14.5% – ს;
ლარი ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდება საშუალოდ 15-20 პუნქტით.
ამ ყოველივეს ფონზე დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლები რჩება იგივე და კორელაცია ფასების ზრდასა და ინფლაციასთან შეწონილში იძლევა საშუალოდ 20%-ით შემცირებულ მსყიდველუნარიანობას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ საშუალო ჰარმონიული შეწონილის და პოპულაციის პრინციპით მაისის თვიდან საშუალოდ 15%-ით ვღარიბდებით.

სანამ მთავრობა არ გაატარებს რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც შემოიტანს ახალ ვალუტას ქვეყანაში და გახსნის ახალი ბაზრების შესაძლებლობას, იქამდე თვიდან თვემდე გავღარიბდებით.

მცირე მთავრობის კონცეფცია;

ბიუჯეტის ხარჯვითი და ადმინისტრაციული ნაწილის მინიმუმ 4 მილიარდით შემცირება;
მულტისავალუტო სისტემის ამუშავება;
თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა;
ბლოკჩეინ “ქალაქების” და “სილიკონ ველის” შექმნა ყველა ქალაქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპით;
ერთი გადასახადის პრინციპზე გადასვლა (სეილს ტაქსი ან ბრუნვის 5%);
სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების სრული პრივატიზება.
ეს ის მინიმუმია, რომელზე მუშაობის დაწყების შემთხვევაში 18 თვეში დაეტყობა ეკონომიკას,.”