პუტინმა ზელენსკის მკვლელობა კადიროვს დაავალა – უკრაინის დაზვერვა

პუტინმა ზელენსკის მკვლელობა კადიროვს დაავალა - უკრაინის დაზვერვაუკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსი დანილოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს დაავალა.

„ჩვენი უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გეგმა 3 თებერვალს მიიღო კადიროვმა, როდესაც ის პუტინს ესტუმრა. ამ შეხვედრაზე შეთანხმებული იქნა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა და კადიროვი აიღო ვალდებულება, რომ მისი ჯგუფი ამას გააკეთებს“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა.