„კახა კალაძესა და ძალოვან ბლოკს შორის დაპირისპირებაა“ – კობა კაპანაძე

„კახა კალაძესა და ძალოვან ბლოკს შორის დაპირისპირებაა“ - კობა კაპანაძეკობა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, იცოდეთ, რომ ქალაქის მერს, კახა კალაძესა და ძალოვან ბლოკს შორის დიდი ხანია დაპირისპირებაა. დაპირისპირების მიზეზი არის კალაძის მიერ დედაქალაქის ტენდერებიდან მათი და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების განდევნა. კალაძე კარგა ხანია ახლოს არ იკარებს გომელაურის გარემოცვას! უფრო მეტიც, გომელაურთან დაკავშირებულ კომპანიებს, რეკლამა მიჰქონდათ ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიაშიც! ( დოკუმენტებს დავდებ საჯაროდ)
ასე რომ, პოლიტიკოსები რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ მხოლოდ კალაძეს, ხოლო კრინტს არ ძრავენ ძალოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციულ ინტერესებზე, მათი გვარის ხსენებისას, ოსტატურად უვლიან გვერდს საკითხს, არც მეტი, არც ნაკლები არიან ჩვეულებრივი წუწკები და მეტი არაფერი!
არ ვამბობ რომ კალაძე არ უნდა აკრიტიკონ, უბრალოდ მეტი დაკვირვებულობისკენ მოგიწოდებთ და ფულის კეთება თუ უნდათ ოპოზიციიდან მიბრძანდნენ მამა-მარჩენლის ბიზნესში!“