რატომ დაიხურა მერაბ სეფაშვილის გადაცემა ტვ პირველზე

რატომ დაიხურა მერაბ სეფაშვილის გადაცემა ტვ პირველზეfortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ტვ პირველზე“ მერაბ სეფაშვილის დახურულ გადაცემაზეა საუბარი.

– „ტვ პირველზე“ თქვენი გადაცემა გადის ეთერში ისევ?

– აღარ გადის. ჩემი გადაცემა ამ არხზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსები აღარ არის. თუ ვიშოვე ფული, თავად გავაკეთებ ამ პროექტს, ცალკე, ამის პრობლემა არ არის. არ გვიჩხუბია. კარგი ხალხი „ტვ პირველში“ და ძალიან კარგად ვიყავით აწყობილები. რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული. იმ პერიოდში, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, მხოლოდ ჩემთვის კი არა, ვინც მოდიოდა და მღეროდა, მათთვისაც ერთადერთი საშუალებად ა სივრცე იყო. საყურებლად და მოსასმენადაც კარგი იყო და ჩემთვისაც და მონაწილე არტისტებისთვისაც – საინტერესო. მიმდინარეობდა შემოქმედებითი ურთიერთობები…

– ტელეწამყვანის ამპლუა როგორ იყო თქვენთვის?

– არ ვიცი, ეს თქვენ უნდა თქვათ, თუკი უყურებდით. ვფიქრობ, არ გამიჭირდა. სცენაზე ტელეწამყვანიც მე ვარ, როდესაც ვთქვათ, კონცერტი მაქვს.

ფორტუნა