რეჟისორი რობერტ სტურუა გადაცემა „სხვა კითხვებში“ იხსენებს თუ როგორ შეხვდა სიკვდილის. მისი თქმით, ზუსტად არ იცის ეს ჰალუცინაცია იყო თუ სხვა რამ, თუმცა ფაქტი კარგად ახსოვს.
„ან ჰალუცინაცია იყო, ან რაღაც ხილვა იყო, ან არ ვიცი. ვწევარ მარტო, მეუღლე არის ზღვაზე, მარტო ვარ სრულიად, გამომეღვიძა, სიბნელეა ოთახში და ვგრძნობ, რომ ვიღაც არის. ვხედავ კარებში დგას რაღაც ფიგურა, ცელის გაბრწყინება დავინახე, მეტალს შუქი მოხვდა, უცბად გავიფიქრე, ვაიმე ეს სიკვდილია, ჩუმად ვეკითხები – სიკვვდილი ხარ? დამიქნია თავი, ჩემთვის მოხვედი? თავი დამიქნია, აქ მოდი, საწოლზე დაჯექი-თქო ვეუბნები, დაჯექი ნუ გრცხვენია-თქო.
დაჯდა, ქალია, რატომღაც მომივიდა აზრი – თუ გავაცინებ ეს ქალი წავა, ვერ დავიმახსოვრე რას ვყვებოდი და რაებს ვლაპარაკობდი, იმიტომ, რომ მეც მეშინოდა ალბათ იმ მომენტში, დავიწყე ლაპარაკი, არ ეცინება რაღაცებს ვყვები, არ არის რეაქცია, ბოლოს ხმა გავიგე, ესეგი გაეცინა, ვუთხარი ხომ გაგეცინა წადი ახლა დამანებე თავი თუ შეიძლება-თქო და წავიდა“, – იხსენებს რობერტ სტურუა.
პრაიმ ტაიმი