რუსი ოკუპანტები კიევს ბომბავენ – ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

რუსი ოკუპანტები კიევს ბომბავენ - ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის16 აპრილს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა კიევს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის ობიექტია დედაქალაქის დარნიცკის რაიონი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„მეგობრებო! დილით კიევი დაიბომბა. აფეთქებები ატყდა ქალაქის გარეუბანში მდებარე დარნიცკის რაიონში. ახლა ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს კიევის მერი.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევის მოსახლეობას, ყურადღება მიაქციონ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს.

კლიჩკომ ასევე სთხოვა კიეველებს, რომლებიც ადრე წავიდნენ და დედაქალაქში დაბრუნებას აპირებდნენ, ამ დროისთვის თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.

შეგახსენებთ, ექსპერტები კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმების გაზრდას ვარაუდობენ. ამგვარად, ოკუპანტებს შეუძლიათ შური იძიონ მოსკოვის სარაკეტო კრეისერის განადგურებაზე.