რუსთავში მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარეს

რუსთავში მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარესრუსთავში, მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, 20 წლამდე მამაკაცმა მეგობრობის გამზირზე არსებული ტექნიკის მაღზია, “ზუმერიდან” 20 ძვირადღირებული მობილური მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე მალევე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიება და პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო მობილურის დალომბარდებაც, თუმცა აღნიშნულის შესახებ პოლიციისთვის მალევე გახდა ცნობილი. ასევე ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია მობიური ტელეფონები.

ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მე-2  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით აღნიშნული პირი, მსგავსი ქურდობისთვის გასულ წლებშიც იყო დაკავებული.

ინფორუსთავი