სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რთულია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ ეს აქაა. ჩვენ მასში ვცხოვრობთ.
ქართული წარსულიდან ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა – ის დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობაა, რომლის შეხორცებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება.
ის გამძლეობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს, არასოდეს იქნება დავიწყებული“.

