„საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული ტვირთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შედის“ – მეგის ქარდავა

„საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული ტვირთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შედის“ - მეგის ქარდავაუკრაინიდან ექსტრადირებული ყოფილი ძალოვანი მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის სქემა ასეთია:

“ტვირთის” დანიშნულება არ არის საქართველო, რადგან საქართველოში საბაჟოზე ტვირთების ბრუნვა ელექტრონული აღრიცხვიანობით ხდება და შეუძლებელია “ტვირთის” გაქრობა ან დანიშნულების ადგილის ( საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ) დამალვა.

ამიტომ „ტვირთი” საქართველოში შემოდის ტრანზიტული დანიშნულებით, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთი.

ამ დანიშნულებით გამოდის ეს ტვირთი საბაჟო ტერმინალიდან (სათანადო დოკუმენტაციით) დალუქული კონტეინერით.

გზაში ხდება კონტეინერის გახსნა, „ტვირთის” დაცლა, შესაბამისი წონადობის “ჯართით” კონტეინერის დატვირთვა და ხელახლა იგივე ლუქით დალუქვა.“