სენაკში ცხედარი იპოვეს – კაცი სავარაუდოდ მოკლულია

სენაკში ცხედარი იპოვეს - კაცი სავარაუდოდ მოკლულიასენაკში ცხედარი იპოვეს – „კურიერის” ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ, მოკლულია.

გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული პირია, რომელიც რამდენიმე წელია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მარტო ცხოვრობს.

რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, მიმდინარეობს ექსპერტიზა.

კაცს სამაშველო სამსახურები და ადგილობრივები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.