„სულ სხვა კაცს გადავუხადე მგზავრობის ფული… ღორების დედის სახნავად“ – თენგო გოგოტიშვილი

„სულ სხვა კაცს გადავუხადე მგზავრობის ფული... ღორების დედის სახნავად“ - თენგო გოგოტიშვილი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„უკრაინაში გადაადგილება უკიდურესად ჭირს. რამდენიმე კილომეტრში ერთხელ ბლოკ-პოსტებია. ვინ ხარ, რა გინდა, სად მიდიხარ, პაროლი თუ იცი (საღამოს 20.00-ზე იცვლება 24 საათით რეგიონების მიხედვით) ?
ხან პოლიცია გაჩერებს, ხან ჯარი, ხან ტერიტორიული თავდაცვა.
მოკლედ, რთულია, დამიჯერეთ.
ორი დღით წავედით ღრუსეთისა და ბელრუსის საზღვრისკენ, უკვე გათავისუფლებულ რეგიონებში. ტაქსისტები ითხოვენ 200 ევროს დღეში, პლუს საწვავი. რომელიც ასევე არ იშოვნება და, თუ გაგიმართლა და სადმე მიაგენი, რიგში უნდა ჩადგე რომ 30 ლიტრი გერგოს. მეტს არ ჩაგისხამენ.
ღამისთევით რომ მიდიხარ, მის საცხოვრებელზეც შენ უნდა იზრუნო, რა თქმა უნდა.
ომია.
მოველაპარაკე ერთ კაცს “ჩერეზ მეგობარი”. ფულზე მერე შევთანხმდეთო. კარგი.
არ ვიცნობ, არ მიცნობს. დობროვო რანკუ, წავედით.
700 კმ ვიარეთ 42 საათში. მანქანა დავანგრიეთ. ხელოსანი ვეძებეთ და ვერ ვნახეთ.
ომია.
ძლივს ჩამოვაღწიეთ უკან გვიან ღამით, ღრჭიალა მანქანით. ღრუსის ტანკზე უბედური ხმით. კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ.
ბოლოს ვეკითხები, რამდენია ჩემზე-მეთქი. არაფერი მინდა, მთელი ფული უკრაინის თავდაცვის ფონდში ჩარიცხეო.
მე ხომ არც ტაქსისტი ვარ და არც პროფესიონალი მძღოლი, აიტიშნიკი ვარ და იმიტომ წამოგიყვანე, რომ კაი კაცმა მთხოვა და ვიცი, ჩვენს საერთო საქმეს აკეთებო.
მაინც მითხარი რამდენი-მეთქი. რამდენიც გაგიხარდებაო.
მე რომ გამიხარდება, მაგდენი არც მაქვს და კინოშიც არც მინახავს, თორემ უკრაინასთან და ბალტიასთან დიდი ხნის მოწყობილი გვექნებოდა სახმელეთო საზღვარი.
ამ ვაჭრობას უსმენს ერთი კაი კაცი უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან, რომელიც ჩვენთან ერთად იყო. თქვენ თუ ვერ იყოფთ ფულს, აგერ ვაგროვებ ვეტერანთა ახალი დანაყოფის შესაქმნელად და ნებისმიერი გრივნა გამოგვადგებაო.
ასე მოხდა, სულ სხვა კაცს გადავუხადე მგზავრობის ფული. ოღონდ იმავე მაგარი საქმისთვის – ღორების დედის სახნავად.
სლავა უკრაინი!“