სუსის ხელმძღვანელმა მთავარ არხს, ფორმულას და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა

სუსის ხელმძღვანელმა მთავარ არხს, ფორმულას და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლასაქალაქო სასამართლო “მთავარი არხის”, “ფორმულასა” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, “ქოლცენტრების მფარველობის” შესახებ ცილისწამებად აფასებს.

“მთავარი არხის” იურისტის შეფასებით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ დაწყებული საქმე კიდევ ერთი დასტურია, რომ მედიაზე ზეწოლა გრძელდება.

“სუს-ს ზოგადად აქვს წამოწყებული კამპანია კრიტიკული არხების წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ მაგალითად, არაერთი საჩივარია, მათ შორის საინტერესოა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ ეჩივლა “მთავარი არხისთვის” მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს როგორც საჯარო, მაღალი თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება. ის არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, რომ არ იყოს ეს წინასწარ გავლილი სასამართლოსთან. ამიტომ ახლა სასამართლო დაამტკიცებს რეალურად, ის არის დამოუკიდებელი, თუ არა”, – თქვა თამთა მურადაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილი არ შეუწუხებია არც ე.წ. კრებსების გავრცელებას, არც მოსმენების საქმეს, შეაწუხა მხოლოდ ტრანსნაციონალურ დანაშაულში მხილებამ.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ის საერთაშორისო სამართლის წინაშე წარსდგეს.

მთავარი