თამარ ივერმა ფეისბუქში დაწერა:
“იაშვილის კლინიკა არის სასაკლაო!! დასახური! მერამდენე ბავშვი უნდა შეიწირონ არასწორი მკურნალობით ამ ჰიპოკრატეს სახელის წამბილწველებმა?
როგორც პოსტის ავტორი წერს…უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს ისეთი წამალი გადაუსხეს…ერთ კვირაში გამოესალმა ბავშვი სიცოცხლეს!! მოსთხოვ ვინმეს პასუხს?? მსოფლიოში მედიცინის მუშაკებზე დიდი ჩაკეტილი კლანი არ არსებობს.სულ რომ ვერ იტანდნენ ერთმანეთს…რაღაც გარეშე პაციენტის ჩივილის დროს ყველა ერთ მუშტად იკვრებიან უდაბნოში წყლის გაქრობისას რომ მეგობრდებიან ლომები და ზებრები ზუსტად ისე.
ასე რომ,ღმერთმა არ ჰქნას თქვენს ოჯახს შეეხოს რაიმე სამედიცინო პრეტენზია,საჩივარი შეემთხვას და ჯანმრთელობა გაგიუარესდათ…..ჩათვალეთ რომ დირექტორიდან დაწყებული ექთნის თანაშემწეზე დამთავრებული….იქეთ დაგიმტკიცებენ რომ პირიქით,მიქელა გაბრიელს გამოჰგლიჯეს შენი თავი ხელიდან!”

