თბილისში ვაკეში ავტობუსში 65 წლის კაცმა ბიჭს ორჯერ ესროლა და მიიმალა

თბილისში ვაკეში ავტობუსში 65 წლის კაცმა ბიჭს ორჯერ ესროლა და მიიმალათბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, “საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა”.

“სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს.

კაცმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი არ შეეშვა.

დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა (მისივე თქმით) კაცმა ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს.

პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულის ადგილზე, ხოლო ადამიანი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარბელი ანა ქართლელიშვილი.

მომხდარის დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში არკვევს.