თეონა ცხომელიძე – “მარიუპოლში რუსებმა ქიმიური იარაღი ზარინი გამოიყენეს…”

თეონა ცხომელიძე - "მარიუპოლში რუსებმა ქიმიური იარაღი ზარინი გამოიყენეს..."თეონა ცხომელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მარიუპოლში რუსებმა სავარაუდოდ გამოიყენეს sarin – ზარინი
მისი ზემოქმედება ადამიანზე:
პირველი ნიშნებია ცხვირიდან გამონადენი, შეშუპების შეგრნება მკერდის არეში და გუგების შევიწროვება.
ცოტა ხნის შემდეგ მსხვერპლს უჭირს სუნთქვა, აქვს გულისრევის შეგრძნება და ნერწყვის მომატება.
შემდეგ ადამიანი მთლიანად კარგავს კონტროლს სხეულის ფუნქციებზე, ღებინება, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. ამ ფაზას თან ახლავს კრუნჩხვები.
საბოლოო ჯამში, მსხვერპლი ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში და ახრჩობს კრუნჩხვითი სპაზმები, რასაც მოჰყვება გულის გაჩერება.”