“ცოცხალ მეგობარს საქართველოს ბანკიდან სმს მოუვიდა, დაბლოკილი ხართ გარდაცვალების გამოო”

"ცოცხალ მეგობარს საქართველოს ბანკიდან სმს მოუვიდა, დაბლოკილი ხართ გარდაცვალების გამოო"მედეა ჩარკვიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ვაააჰ რას არ მოესწრები ადამიანი ჩემს ცოცხალ მეგობარს დილით მიუვიდა სმს ბანკიდან, ბარათი დაბლოკილი გაქვთ, გარდაცვალების გამო და დიდი მადლობა ჩვენი ერთგულებისა და თანამშრომლობისთვისო ახლა ჩემი მეგობრის სიყვარულნარევ მადლობას ელოდებიან ალბათ, ასე ადრე და მალე რომ მიაყარა მიწა ბანკმა… თვითონ სიცილით დაოსებული ვერ სცემს პასუხს და მე სააქაოდან ვეხმიანები მანდ საქართველოს ბანკში ხომ ხართ ჯანმრთელად და სმს-ის წერის ხასიათზე
#დედაარაიყოეს?!
#სმსმიცვალებულებს
#მკვდარსმობილურიუნდაჩავატანოთ… რა ვიცით კიდე ვინ რა სმს გაუგზავნის?!
#ცოცხლებიმაინცდაგვინდეთ”