ვაკეში ავტობუსში პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

ვაკეში ავტობუსში პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავესთბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 118-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.