„ვარკეთილში დადის ახალგაზრდა ბიჭი, მაღალი, შავებში ჩაცმული… ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ…“

„ვარკეთილში დადის ახალგაზრდა ბიჭი, მაღალი, შავებში ჩაცმული... ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ...“სოციალურ ჯგუფში „ვარკეთილი“ წერენ:

„განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც ვარკეთილშია. მოკლედ, დადის ახალგაზრდა ბიჭი, მაღალი, შავებში ჩაცმული, შავი კეპი და სათვალე. ბავშვს დაუკაკუნა კარზე მარტო თუ ხარ გამიღეო, მერე ბავშვმა დაუძახა დედას და დედა გამოეკიდა ამ მანიაკს. ამას უკითხავს ამ ბინაში რამდენი ბავშვი ცხოვრობსო. და მოკლედ 112-ში დარეკეს კიდეც ამ პირის შესახებ.

იქვე მალე გამოჩნდა პატრული, თუმცა გაუჩინარდა ალბათ. იყავით ფრთხულად! სკვერში თვალი არ მოაცილოთ ბავშვებს, უამრავი უცხოელია შემოსული ჯერ მარტო ამიტომ არ მოაცილოთ თვალი. არც სხვას მისცეთ უფლება გამოელაპარაკოს ბავშვს. ისრაელში ვცხოვრიბდი და ვაი ვინმე ბავშვისთვის გეთქვა საყვარელი ხარო, ეგრევე დაგბეგვავდა მისი მშობელი.

იყავით ფრთხილად . კაცმა არ იცის სად წავიდა ეს პიროვნება . ბავშვები გააფრთხილეთ კარი არავის გაუღონ.“