ზურაბიშვილი – “არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს მნიშვნელოვანი საკითხია”

ზურაბიშვილი - "არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს მნიშვნელოვანი საკითხია"“არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია”,- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში  მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

სააკაშვილის შეწყალება საქართველოში მუდმივი პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის, შესაძლოა, ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმრავლესობა, რომელიც ნებისმიერი სახით შეწყალების წინააღმდეგია.

სხვა საკითხია, რომ თუ მას ნამდვილად დაუსვეს სერიოზული დაავადების დიაგნოზი, ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად”, – ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი ინტერვიუს დროს  ამბობს,  რომ ექსპრეზიდენტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არ ჰგონია და მაგალითად მოჰყავს ევროპელი ლიდერები.

სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და შინაპატიმრობაშია. არის მრავალი სხვა, ბერლუსკონის ჩათვლით. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დემოკრატიის რაიმე სახის საზომი. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს დღეს საქართველოსა და მის ირგვლივ, არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია”, – თქვა მან.

ტვ პირველი