“აკეთებენ შეუძლებელს” – აზოვის ბატალიონი შეტევაზე გადავიდა

"აკეთებენ შეუძლებელს" - აზოვის ბატალიონი შეტევაზე გადავიდააზოვის ბატალიონი შეტევაზე გადავიდა და მტრის მიმართულებით ისვრის. ინფორმაცია თავად აზოვის პოლკის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე ვრცელდება.

“სრულმასშტაბიანი ომის 78-ე დღეს, სრული ალყის პირობებში, მიუხედავად უკიდურესად მძიმე ვითარებისა, საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და დაჭრილთა დიდი რაოდენობისა, აზოვის ბატალიონის მებრძოლები მტრის მიმართულებით სროლას აზოვსტალიდან განაგრძობენ.

მარიუპოლის დამცველები მტრის პოზიციებზე შტურმით იჭრებიან, აკეთებენ შეუძლებელს მიუხედავად იმისა, რომ მტერი მუდმივად იყენებს თვითმფრინავებს, საზღვაო და საარტილერიო იარაღსა და ტანკებს. ჩვენი ჯარისკაცების ბრძოლა უკრაინისთვის გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიუპოსტი