„აზოვსტალიდან” გამოყვანილი მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს

„აზოვსტალიდან" გამოყვანილი მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს სულ მცირე 7 ავტობუსი, სადაც მარიუპოლის „აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუირებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ოლენივკაში, ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 50-მდე მძიმედ დაშავებული სამხედრო გუშინ ღამით რუსეთის მიერ კონტროლირებად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 200-ზე მეტი ჯარისკაცი ოლენივკაში, დონეცკის მახლობლად.

მარიუპოლი მარტის დასაწყისიდან ალყაშია მოქცეული, მას ძირითადად კრემლი აკონტროლებს. აზოვსტალის ფოლადის ქარხანა რჩება ქალაქის ნაწილად, რომელზეც რუსეთმა ჯერ კონტროლი ვერ დაამყარა.

მარიუპოლის სრული კონტროლი რუსეთს მისცემს სახმელეთო ხიდს ყირიმთან და აზოვის ზღვაზე სრულ კონტროლს, რაც შეწყვეტს უკრაინის საზღვაო ვაჭრობას.

უკრაინა ამბობს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებულ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლის, თუმცა კრემლი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს და არაა ნათელი თუ რა გარანტიები გასცა მან ევაკუირებულთან დაკავშირებით წითელ ჯვართან ან გაეროსთან. უკრაინამ განაცხადა, რომ სხვა გზა არ აქვს, გარდა არსებულისა – სიცოცხლის გადარჩენა.