ბესიკ ბუჯიაშვილი – “ჩემს შვილს წამალი ჩაუდეს”

ბესიკ ბუჯიაშვილი - "ჩემს შვილს წამალი ჩაუდეს"პოლიციის სავარაუდო ძალადობის მორიგი ფაქტი – კახელი ბიზნესმენი სამართალდამცველების ანგარიშსწორების მსხვერპლი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

ბესიკ ბუჯიაშვილის 19 წლის შვილი ნარკოტიკული საშუალების გამო დააკავეს. ბუჯიაშვილი ამტკიცებს, რომ მის შვილს წამალი ჩაუდეს, რადგან ყოფილი მაღალჩინოსნები მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნიან.

ბრალდებების ადრესატი მისივე მოგვარე – დიტო ბუჯიაშვილია, რომელიც კახეთის რეგიონში უსაფრთხოების სამსახურის წამყვან თანამდებობას იკავებდა. სწორედ მას ადანაშაულებენ მუქარასა და შანტაჟში.

“დამპირდა, რომ გამამწარებდა უკიდურესად. იარაღს ჩამიდებდა მე, რაც მოწერილი აქვს და დადასტურებულია, რაზეც მიდის გამოძიება და ამისრულა დღეს – ჩემ შვილს ჩაუდეს დღეს წამალი, სასწაულად გამამწარეს. დიტო ბუჯიაშვილმა, რომელსაც აქვს ბატონი გიორგი ზედელაშვილის დიდი გავლენები… ყველანაირად მსჯიან, ვაქტიურობ, ბატონ მიხეილ სააკაშვილზეც ვაქტიურობდი, უკრაინელებიც შემომყავს, თქვენთნ მოსვლა… დავისაჯე ამით”, – ამბობს ბესიკ ბუჯიაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბესიკ ბუჯიაშვილმა, თავის საქმეზე ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, პოლიცია “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფთან ინტერვიუს შემდეგ გამოიძახა და საგამოძიებო უწყებას მუქარის შესახებ მტკიცებულებებიც აჩვენა.

მთავარი