ჩაქვში 2 ადამიანი დაიწვა – სატვირთო მსუბუქ მანქანას შეეჯახა

ჩაქვში 2 ადამიანი დაიწვა - სატვირთო მსუბუქ მანქანას შეეჯახაჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას, უკვე ორი ცხედარი დახვდა. ამასთან, მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.