ელისო კილაძე – “ადამიანს გადავყევი, ხელში კი თაღლითი შემრჩა, რომელიც ამერიკაში ხალხს ჩემი სახელით ემუქრებოდა”

ელისო კილაძე - "ადამიანს გადავყევი, ხელში კი თაღლითი შემრჩა, რომელიც ამერიკაში ხალხს ჩემი სახელით ემუქრებოდა"ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა:

“სიკეთის კეთების სურვილს რომ დაგიკარგავენ ადამიანს, ის მომენტია!
სრულიად უცხოს,აქ გაცნობილ ადამიანს თან გადავყევი,ბინიდან გამოსახლება გადავუვადე,ლომბარდში დაგირავებული მანქანის პრობლემა მოვუგვარე(7000 ლარი ჯარიმა ჩამოაწერეს,), სხვა ვალების გადახდაში ხელი შევაშველე,ამდენი ხნის განმავლობაში ყველა მის პრობლემაში გვერდით ვედექი ,ჩემი ორი ადვოკატი დავახმარე,ორი დღის უკან ისეთი ამაზრზენი ტყუილი და მოქმედება მივიღე პასუხად,პროფესიონალი თაღლითი შემრჩა ხელში.
ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით ამერიკაში ემუქრებოდა ადამიანს,რომელმაც სცადა და მის ბინძურ გეგმას ხელი შეუშალა.
სად იბადებიან და იზრდებიან ასეთი გარეწრები,არაადამიანები.
რეალური და ირეალური თაღლითობის მთელი სქემა ამოვხსენი.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ მოვიქცე-ვამხილო საჯაროდ რომ სხვები დავიფარო მისი თაღლითობისგან,თუ უბრალოდ გავუშვა რუსკი კარაბლის მიმართულებით და არასოდეს დავეხმარო ვირტუალურ აფერისტებს.”