გორის ავტობანზე 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – 1 გარდაიცვალა, 5 დაშავდა

გორის ავტობანზე 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - 1 გარდაიცვალა, 5 დაშავდაავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრი.

შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

პრაიმ ტაიმი