ხაშურში მამაკაცმა 64 წლის ქალის გაუპატიურება სცადა

ხაშურში მამაკაცმა 64 წლის ქალის გაუპატიურება სცადახაშურის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც 64 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად – ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა 64 წლის ქალის გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი, ფული და ტელეფონი წაართვა.

არსებული ინფორმაციით, 64 წლის ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოცემის ცნობით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მთავარი