ლანჩხუთში ავარიაში 24 წლის მამაკაცი დაიღუპა

ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, წვიმიანი ამინდის და სველი ასფალტის გამო, გზიდან გადავარდა და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
საავტომობილო ავარია სოფელ ჩიბათში დღეს, 7 მაისს, დილით მოხდა.

გურია ტვ