ლევან მამალაძე – “ნუ გამინაწყენდებით, თუ პასუხს ვერ გიბრუნებთ”

ლევან მამალაძე - "ნუ გამინაწყენდებით, თუ პასუხს ვერ გიბრუნებთ"ლევან მამალაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ჩვენს სამშობლოში. ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს, რაც კიდევ უფრო დიდი ენერგიით მავსებს. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი ერთგულებისთვის და ყურადღებისთვის. უამრავი შეტყობინება მომდის თქვენგან მესენჯერში, ფიზიკურად იმდენი, რომ ყველას წაკითხვას რამდენიმე დღე ჭირდება
ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ გამინაწყენდებით, თუ პასუხს ვერ გიბრუნებთ, უყურადღებობაში არ ჩამომართვათ. 20 წელი ვიყავი სამშობლოს მოწყვეტილი და ალბათ გამიგებთ ძალიან დატვირთული დღეები მაქვს.
მიყვარხართ და კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენი სიკეთისთვის და სითბოსთვის, თქვენი ყურადღებისთვის. – მუდამ თქვენი ლევანი.”