დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერს:
„ხშირად უთხარით მოსწავლეებს, რომ ისინი(ც) თქვენი მეგობრები არიან…
ესაუბრეთ მათ აუდიტორიაში და არა კვარცხლბეგიდან…
ზოგჯერ ისიც ჰკითხეთ როგორ არიან და რაზე ფიქრობენ…
საგაკვეთილო მასალა მიაწოდეთ და დაანახეთ სიახლეებთან, თანამედროვეობასთან ფარდობითობით…
არ მოსთხოვოთ უყვარდეთ თქვენი საგანი, უბრალოდ ეცადეთ და დანარჩენს თვითონ იგრძნობენ…
არასოდეს დაიწუნოთ და გაკიცხოთ განსხვავებული აზრი – ეს მათი შეხედულებაა და ისნი პირივნებები არიან…
არ დააძალოთ გაიზუთხონ ვეებერთელა ტექსტები, დაეხმარეთ გაიაზრონ…
იმეგობრეთ მათთან და ზოგჯერ…
ზოგჯერ კარგად წაკითხული ლექსისთვის, მომზადებული საგაკვეთილო მასალისთვის, ან შესრულებული ესესთვის ქულა კი არა – ჩახუტება გაცილებით მაღალი შეფასებაა…
შეიყვარეთ მთელი გულით და უფრო მეტად ეყვარებით მათაც…“

