ნოდარ მელაძე – “სასამართლომ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო!”

ნოდარ მელაძე - "სასამართლომ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო!"ნოდარ მელაძემ ფეისბუქში დაწერა:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსთავის 2 ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!
ორ წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!!
ახლა მოვემზადეოთ ახალი სერიისთვის!!!
მყარი ნერვები და რკინის ქალამნები ნამდვილად აქვს თეოს Teo Zakarashvili , უმაგრეს იურისტს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო დან რომელმაც, ორი წელი იომა!!! მადლობა შენ Eka Gigauri რომ პირველივე წუთიდან ჩვენს გვერდით იდექი!”