დედა სიდონია სოციალურ ქსელში წერს:
“ოჯახის სიწმინდის დღე მომილოცეს.
მე – არ ვაღიარებ ამ დღეს, ოჯახები კი, დაიცვას უფალმა…
ის – რატომ დედა სიდონია?
მე – არ ვთვლი, რომ სადღესასწაულოა იქ, სადაც ოჯახებში რეალურად სიწმინდეს არ იცავენ.
თორემ 7 საიდუმლოთაგანი რომაა ჯვრისწერა და, ერთგულება მოეთხოვებათ, მითუმეტეს მორწმუნეებს, და რომ გული არ უნდა ატკინონ ერთმანეთს, ეგ უფლის მცნებაა და დღესასწაულს არ საჭიროებს”.
დედა სიდონია, ერში ნატალია ყაჭიაშვილი – 17 წლის იყო, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში რომ გამოეპარა მშობლებს და მას მერე ეკლესიის წიაღიდან აღარ გასულა. ამბობს, რომ ბავშვობაშივე იცოდა, რომ საერო ცხოვრებაში მისი ადგილი არ იყო. 20 წლისა მონაზონი გახდა, 31 წლის ასაკში მძიმედ დაავადებული საბერძნეთში სამკურნალოდ პატრიარქის კურთხევით გაემგზავრა და იქაურ მონასტერში გააგრძელა ცხოვრება.
დედა სიდონია.რომელიც საეკლესიო ცხოვრების გარდა საოცარი ხელნაკეთი ნივთებით არის ცნობილი.იგი ახლა 47 წლისაა.

