„პაპი, სადაცა ხარ, იქაც იხუმრე, საღამოს ტელევიზორს უყურე, იქნებ მეც გამოვჩნდე“ – გიორგი სუხიტაშვლი

„პაპი, სადაცა ხარ, იქაც იხუმრე, საღამოს ტელევიზორს უყურე, იქნებ მეც გამოვჩნდე“ - გიორგი სუხიტაშვლი გიორგი სუხიტაშვილი პაპის გარდაცვალების შემდეგ ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:

„ეს ფოტო გუშინ გადავიღე, ბაღში ვიჯექი ბალახზე, ვფიქრობდი, მზე ჩადის და ალბათ ბოლო მზის ჩასვლაა იმ განცდით, რომ პაპა სადღაც მაინც ცოცხალია. მართალი აღმოვჩნდი, ეს მზის ჩასვლა ბოლო იყო პაპასთვის. ახლაც ზუსტად ის დროა, ისევ იქ ვზივარ, მზე ისევ ჩადის და პაპა სადღაც ცოცხალი აღარ არის… პაპი, სადაცა ხარ იქაც იხუმრე და იოხუნჯე, შუადღეს ყავა დალიე და საღამოს ტელევიზორს უყურე, იქნებ მეც გამოვჩნდე.“ – წერს სუხიტაშვილი.