ფოთში, ერთ-ერთ მეტალურგიულ ქარხანაში ცოტახნის წინ აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსში კედლები დააზიანა.
კორპუსში 18 ოჯახი ცხოვრობს და ისინი წლებია საუბრობენ,რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ.
მათი თქმით, მსგავსი შემთხვევები ხშირია,რაც ისედაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა მოსახლეობის თქმით, ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლება უქმნის. მათივე თქმით, აქვთ სამედიცინო დასკვნები იმის თაობაზე,რომ აქ მცხოვრები ბავშვების ორგანიზმში რკინის მაღალი შემცველობა ფიქსირდება.
მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ,რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია და აფეთქების შედეგად დაშავებულები არ არიან. მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მათი პრობლების მოგვარების მიზნით პერმანენტულ აქციებს.
რუსთავი 2