პოლონეთში 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული ნახეს

ოჯახის ინფორმაციით, პოლონეთში 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული ნახეს. ის აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა.

ახლობლების თქმით, სამუშაოდ ბიჭი პოლონეთში 7 თვეა წავიდა, ბოლო 3 დღის განმავლობაში კი მასთან კონტაქტი გაწყდა. ახლობლებმა ოჯახს აცნობეს, რომ ის დანითაა მოკლული.

რა გახდა მომხდარის მიზეზი, მათთვის უცნობია. ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს საქმის გარკვევაში.