პოლონეთში მოკლული ქალი ზუგდიდელი ანი ყალიჩავაა, ქმარი – თემო ლამაზოღლი

პოლონეთში მოკლული ქალი ზუგდიდელი ანი ყალიჩავაა, ქმარი - თემო ლამაზოღლიპოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალი, 27 წლის ანა ყალიჩავაა. ირკვევა, რომ მას თემო ლამაზოღლიმ ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ქალი მანამდე შველას საქართველოდან ითხოვდა, თუმცა დახმარება სამწუხაროდ, ვერავინ აღმოუჩინა.

ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო და ემიგარციაში მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ერთი წლის წინ წავიდა.

“პირველების” ინფორმაციით, ქალი პოლონეთიდან საქართველოში 11 ივნისს უნდა გამოფრენილიყო, ჰქონდა შესაბამისი ბილეთები, თუმცა მას შემდეგ რაც ქმარმა მისი გეგმები გაიგო, თავდაპირველად მცირეწლოვანი შვილები შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა, მამამისს ჩააბარა, უკან დაბრუნდა და ცოლს სასტიკად გაუსწორდა.

რაც შეეხება თავად თემო ლამაზოღლის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კაცმა საზარელი დანაშაულის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა.

ყალიჩავა მკვლელობამდე ოჯახს ეუბნებოდა, რომ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო და შველას ითხოვდა. გამოიძახა პლონეთის პოლიცია, კაცს შემაკავებელი  შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

მოკლულის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას და ასევე ანა ყალიჩავას მცირეწლოვან ბვილებზე მეურვეობის მინიჭებას ითხოვს.

ტვ პირველი