პოლონეთში ზუგდიდელი ქალი ქმარმა მოკლა

პოლონეთში ზუგდიდელი ქალი ქმარმა მოკლაპოლონეთში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. ზუგდიდიდან ემიგრაციაში წასული ოჯახი, პოლონეთში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, კაცმა ქალს დაზიანებები ყელის არეში მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბინის დაწვა სცადა. დაკავებისას კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარს პოლონეთის პროკურატურა იძიებს.

არსებული ცნობით, ქმარზე შემაკავებელი ორდერი რამდენჯერმე იყო გამოწერილი.

“სულ უკმაყოფილება ჰქონიათ, ბოლოს ამ ბიჭს ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. აძლევდა იმის უფლებას, რომ მოსულიყო, ენახა შვილები და წასულიყო. მისულა, კარები შეუმტვრევია, ეს გოგო ყელგამოჭრილი, თვითნაც ყელში აქვს გამოსმული დანა, მერე სახლს მოუკიდა რომ კვალი წაეშალა, საბუთები ყველაფერი დამწვარია. ოჯახის მოთხოვნაა, რომ ის მაინც გაგვიკეთონ, რომ მიცვალებული და ბავშვები აქეთ ჩამოვიყვანოთ, ძალიან რთული მდგომარეობაა”, – ამბობს ნათესავი.
ოჯახის 5 წევრი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდაა წასული. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ.

მთავარი