რატი ხულორდავამ ფეისბუქში დაწერა:
“გერმანიაში ვიბოდიალე და დავიკარგე რა მოვხვდი რაღაც სოფელში,აზრზეც არა ვარ სადა ვარ,რკინიგზის სადგურზე მინდა მოხვედრა,ერთი ციცქნა სოფელია.
დავინახე სეირნობენ,სავარაუდოდ ცოლ-ქმარნი.
მივესალმე,ვკითხე როგორ მოვხვდები ვაგზალზეთქო ნწუუოო ამ კაცმა საათს დახედა სახეზე სილა შემოირტყა შეწუხდა რაა,მეთქი გიჟია ვიღაცაა, რა ანერვიულეებსთქო ტრანსპორტი არაფერი იქნება და ვაგზალიც 30 კილომეტრშიაო,რაღაცეები ილაპარაკეს ერთმანეთში და მეუბნებიან გამოგვყევიო,გავყევი მიმიყვანეს სახლთაან,ამ კაცმა დაქოქა თავის ავტომობილი და ჩაჯექიო მეუბნება
ჩავჯექიი მიმიყვანეს რკინიგზის სადგურამდე არ დამტოვეს უცხო მხარეში!
ვითომ არაფერი ხოო?
აბა მე მკითხეთ,რაოდენ დიდი ადამიანობა და სიკეთე ვიგრძენი მათგან.”

