უკრაინული მედია აუქციონების პლატფორმა Bring A Trail–ის ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი საკუთარ იაგუარს აუქციონზე უკრაინის დასახმარებლად ყიდის.
აღსანიშნავია, რომ მსახიობის მფლობელობაში ეს კონკრეტული ავტომობილი 1999 წლიდანაა.
გაყიდვიდან შესული მთლიანი თანხა ორ ორგანიზაციას – World Central Kitchen-ს და Open Arms-ს გადაერიცხება. ეს ორგანიზაციები უკრაინაში მიმდინარე ომისგან დაზარალებულებს ეხმარებიან.