რუსთავში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

რუსთავში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთსავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ერთმანეთს “ბეემვეს”, “მერსედესისა” და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით ავარიის გამომწვევი მიზეზი გზაზე არსებული ორმოა. მძღოლმა საჭე ორმოს ააცილა რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.