საშინელი ავარია წყალტუბოში – რძალ-მული ადგილზე დაიღუპა

საშინელი ავარია წყალტუბოში - რძალ-მული ადგილზე დაიღუპაწყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ორი ბავ­შვი კი და­შავ­და. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მაღ­ლაკ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი რძალ-მული არი­ან, ისი­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ.

და­შავ­დნენ ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქია, მე­ო­რეს კი ფეხ­ზე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მე­დეა იო­ბი­ძე და ანა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ მაღ­ლაკ­ში ცხოვ­რობ­დნენ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ელექტრო­გა­დამ­ცემ ბოძს შე­ე­ჯა­ხა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

”არ ვიცი რა ვთქვა  რა დავწერო  თქვენ ხომ აწი უნდა გეხარათ თქვენს ლამაზ ოჯახთან და შვილებთან ერთად ორივე რძალ მულს  24 და 27 წელი ეს ხომ არაფერი არაა ყველა სიტყვა უძლურია რაც მინდა ვთქვა ისე მენანებით და ისე მტკივა გული დილიდან  უფალმა გააძლიეროს თქვენი ოჯახები ჩემო ლამაზო გოგოებო  Ani Mchedlishvili მედეა იობიძე  ” – წერს ახლობელი.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავ­ტო­მო­ბი­ლი ელექტრო­გა­დამ­ცემ ბოძს შე­ე­ჯა­ხა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.