დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს:
„მერაბ მამარდაშვილმა თქვა – „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას” და ამის გამო კინაღამ სამშობლოდან გააგდეს. ცოტაც და ჯვარზე გააკრავდნენ, ყველა ერთხმად ლანძღავდა მაშინ. როგორ თუ, სამშობლოზე მაღლა შეიძლება რამე იდგესო
ერთი წუთით, შეგიძლიათ დაფიქრდეთ ამ კაცს რა მაჩანჩალა, ზედაპირულ და ბეც ხალხში უწევდა აზროვნება? ახლა წარმოიდგინეთ ჭავჭავაძეს რის გამოვლა მოუწევდა, მაშინ, როდესაც წერა-კითხვის უცოდინარ ხალხს წერა-კითხვას ასწავლიდა? წარმოგიდგენიათ რა ჯოჯოხეთს გაატარებდნენ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოლოს ტყვია დააჭედეს.
არაბეთში მზის პანელები რომ დააყენეს, ხალხი მივარდა ჯოხებით და ურტყამდა, სატანურიაო. ხვდებით? უცოდინრებს როგორ ეშინიათ ცოდნის მიღების? მსხვერპლია ყველა, ვინც უფრო მეტი იცის და საცოდავია მოაზროვნე ადამიანი. ჯვარცმის გზის გავლა გიწევს, თუ ცდილობ რამე შემატო ამ უცოდინრებს და მაჩანჩალებს. მაშინვე მკვლელებად იქცევიან, შეიარაღდებიან ჯოხებით და იწყებენ ბრძოლას სიცოცხლის შიშით (ცოდნა სიცოცხლეა).
საწყალი მამარდაშვილი, საწყალი ილია და საწყალი მზის პანელები ამ ხალხის ხელში”