შვედეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტა

შვედეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტაშვედეთმა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო.

„ნატოს ინფორმირებას მოვახდენთ, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ახლავს თან“,- განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

პარლამენტარებისთვის მიმართვაში, ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში ისტორიული ცვლილება უწოდა.

ანდერსონმა დასძინა, რომ შვედეთი მოქმედებდა ფინეთთან ერთად, რომლის მთავრობამ კვირას გამოაცხადა, რომ შეეცდებოდა ალიანსში გაწევრიანებას.