თბილისის აეროპორტსა და ყაზბეგში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

თბილისის აეროპორტსა და ყაზბეგში არადეკლარირებული თანხა გამოავლინესფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ყაზბეგი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ჰ.ჰ.-ს კუთვნილი ავტომანქანის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 45.000 აშშ დოლარი და 3.500.000 რუსული რუბლი გამოავლინეს.

„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში, 286.865,7 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით) 28.686,65 ლარი შეეფარდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.