თსუ-ს სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ

თსუ-ს სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები აუდიტორიებში სწავლის დაწყებას აპროტესტებდნენ და სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას მოითხოვდნენ.

როგორც თსუ-ს სტუდენტები განმარტავენ, ათასობით სტუდენტი რეგიონში ცხოვრობს, უძრავი ქონების გაქირავების ფასების ზრდის გამო კი ჩამოსვლას და განათლების მიღებას ვერ ახერხებენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ თვეზე მეტია სხვადასხვა მეთოდით ვაპროტესტებთ სწავლის აუდიტორიაში დაწყებას. თქვენ ნათლად ხედავთ, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ამას გამოხმაურება არ მოჰყვა. ისინი ჯიუტად დგანან საკუთარ პოზიციაზე, დღეს საზეიმო კონცერტით ეგებებიან სტუდენტებს, მაშინ როდესაც ათასობით სტუდენტი სახლშია და განათლების მიღმა რჩება. ჩვენ ვითხოვთ, კვლავ ჰიბრიდულად გაგრძელდეს სწავლა, რათა არავინ დარჩეს განათლების მიღმა. მოგეხსენებათ, ათასობით სტუდენტია რეგიონიდან და გაძვირებული ბინის ქირის გამო, ვერ ახერხებენ 2 თვის განმავლობაში ჩამოსვლას, დაბინავებას და სწავლას”,- აღნიშნავს სტუდენტი სოფიკო მოლოშხია.