ზუგდიდელი ლაშა ბობოხია თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდელი ლაშა ბობოხია თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვესთბილისის ზღვაზე, 34 წლის ლაშა ბობოხია 29 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიას მკვიდრი იყო და თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა.

„წინა დღით მამისთვის დაურეკავს, საქმე მაქვს შენთან და ჩამოდიო. მამა რომ ჩავიდა, ბინაში არ დახვდა და დაუწყეს ძებნა. რაღაც გარკვეული თანხა ჰქონია სახლიდან გასვლამდე, ვერც ბინაში და ვერც ადგილზე თანხა ვერ იპოვეს. (დაახლოებით 500 ლარი). ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა ახალგაზრდა ბიჭს, არავინ არ იცის, რა მოხდა”,- უთხრა “პრაიმთაიმს” სოფლის მკვიდრმა მ. ფიფიამ.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი მშობლიურ სოფელში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს.

პრაიმ ტაიმი