ზუგდიდში ავარიაში სამი მოსწავლე დაშავდა

ზუგდიდში ავარიაში სამი მოსწავლე დაშავდაზუგდიდში, სოფელ შამგონაში ავარიის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა. ავტომობილი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, ბოძს შეეჯახა – არიან დაშავებულები. ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდის რესურცენტრშიც.

„ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში, ერთს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, ხოლო მეორეს მსუბუქ ფორმაში ტვინის შერყევა”,- ამბობენ ჰოსპიტალში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.